
დღეს ეროვნული ლიგის მეთხუთმეტე ტურში თბილისური დერბი შედგა: “მიხეილ მესხზე” ერთმანეთს “საბურთალო” და “დინამო” დაუპირისპირდნენ. პირველ- და მეორეადგილოსნებს შორის სხვაობა მატჩამდე ორი ქულა იყო და თუ სტუმრები მოიგებდნენ, სწორედ ისინი გალიდერდებოდნენ.
დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. მისი შეგდება მატჩის მეორე დამატებით წუთზე ვაგნერ გონსალვეშმა მოახერხა. მან ბექა გვარაძის ჩაწოდებული ბურთი თავით გადაგზავნა კარში. საბოლოოდ, 1-0.
ამ გამარჯვების შემდეგ “საბურთალო” 34 ქულით პირველია. ხოლო, “დინამოს” 29 ქულა დარჩა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მას გორის “დილაც” უსწრებს, რომელმაც თავის მხრივ “სამტრედია” ანგარიშით, 3:0 გაანადგურა.