
დღეს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში გორის “დილა” თბილისის “საბურთალოს” დაუპირისპირდა.
ანგარიში 33-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა გახსნა. უკვე მეორე ნახევარში, 51-ეზე ლეანდრო რიბეირომ ორამდე გაზარდა გორელების უპირატესობა. 78-ეზე რიბეირომ მესამეც შეუგდო მეტოქეს. ცხრა წუთში გურამ გოშთელიანმა ორამდე შეამცირა სხვაობა. თუმცა, ბრაზილიელმა ლეგიონერმა თამაშის მიწურულს ჰეთრიკი შეასრულა და საბოლოოდ ანგარიში, 4-1 დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ “დილამ” 23 ქულა დააგროვა და მესამე პოზიციაზეა. ხოლო, “საბურთალოს” 27 ქულა დარჩა და ლიდერია. თუმცა, მასსა და “დინამოს” შორის განსხვავება ორ ქულამდე შემცირდა.