რუსთავის „მეტალურგი“ ვარჯიშს განახლებული შემადგენლობით შეუდგება. გუნდი 10 იანვარს შეიკრიბება და ვარლამ კილასონიას თავკაცობით პირველ ოფიციალურ ვარჯიშსაც გამართავს.
ფინანსური პრობლემების გამო კლუბი იძულებული გახდა რამდენიმე წამყვან მოთამაშეს დამშვიდობებოდა. ოფიციალურად „მეტალურგი“ ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კლუბიდან კაკუბავა, მაისაშვილი, ორბელაძე და ტუღუში წავიდნენ, ხოლო კორღალიძეს და გეწაძეს კონტრაქტი დაუსრულდათ.
რაც შეეხება ახალწვეულებს – მეტალურგის ღირსებას ცხინვალის „სპარტაკის“ უკვე ყოფილი ნახევარმცველი 20 წლის ვარლამ კილასონია დაიცავს. გუნდს დუბლებიდან რამდენიმე მოთამაშეც შეუერთდება.
საფეხბურთო კლუბ მეტალურგის პრესსამსახური