
2 მაისს, საქართველოს ეროვნულ ლიგაში გორის “დილამ” საკუთარ მოედანზე თბილისის “დინამო” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.
შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. დამატებით წუთებში გორელთა თავდამსხმელმა, მიკოლა კოვტალიუკმა “დინამოს” მეკარის, დემეტრე ბულისკერიას წინააღმდეგ უხეშად იმოქმედა. თბილისელთა კაპიტანმა, ლაშა თოთაძემ უკრაინელ ფეხბურთელს ბოდიშის მოხდისაკენ მოუწოდა, რასაც გაწევ-გამოწევა მოჰყვა. მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდნენ. მსაჯმა თოთაძეს წითელი ბარათი უჩვენა, კოვტალიუკსა და ბულისკერიას კი – ყვითელი.
ასევე, სიტუაცია დაიძაბა გორელ და თბილისელ ფანებს შორის. როგორც ცნობილია, ტრიბუნაზე სკამები დაამტვრიეს.