
21 აპრილს, საქართველოს ეროვნულ ლიგაში გორის “დილამ” საკუთარ მოედანზე “რუსთავი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.
შეხვედრის საბოლოო შედეგი 95-ე წუთზე დაფიქსირდა. რუსთაველთა მეკარე, ნუკრი რევიშვილი 95-ე წუთზე, კუთხურისას, მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა და გორელთა კარში გოლი თავური დარტყმით გაიტანა.