Fanebi.Com-ი „ბათუმის დინამოს“ დირექტორს ოთარ ფედიჩკინს გაესაუბრა.
მოგეხსენებათ „დინამო“ უმაღლეს ლიგაში გადასვლისათვის იბრძვის, ბათუმელები პირველი ლიგის B ჯგუფში იმყოფებიან და 31 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან.
- გამარჯობა ბატონო ოთარ, თქვენ უკვე თითქმის ექვსი თვეა რაც ბათუმის “დინამოს”დირექტორი ბრძანდებით. რა შეიციცვალა ამ დროის განვმალობაში ?
- მოგესალმებით, თქვენ და თქვენს მომხმარებლებს გილოცავთ შობ-ახალ წელს. ამ დროის განმავლობაში ჩვენთან პირველ რიგში საქმისადმი მიდგომა შეიცვალა, ვცდილობთ ავამაღლოთ პროფესიონალიზმის დონე და ჩამოვაყალიბოთ კლუბში გამჭვირვალე და უშუალო ურთიერთობა ყველა რგოლს შორის.
- ალბათ დამეთანხმებით, რომ სტადიონის თემას გვერდს ვერ აუვლით. ბათუმელები უკვე დიდი ხანია ითხოვენ ევროპული სტანდარტების არენის აშენებას, რას ეტყოდით თქვენს გულშემატკივარს ამასთან დაკავშირებით ?
- ბათუმში სტადიონი მტკივნეული თემაა. რა თქმა უნდა ჩემს კომპეტენციას აღემატება აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა, თუმცა შემიძლია გითხრათ რომ ამ მიმართულებით მიდის მუშაობა, რეგიონის და ქალაქის მთავრობის მხრიდან არის მზაობა სტადიონის მშენებლობის საკითხის დადებითად გადასაწყვეტად, ნახსენებია გარკვეული თანხაც, რეალური თანხა. მანამდე კლუბის ბაზაზე მოეწყობა სამი სტანდარტული მოედანი და ერთი ტრიბუნა, სადაც იქნება განთავსებული ვიპ და პრეს-ლოჟები, ტრიბუნის ქვეშ მოეწყობა გასახდელები, მსაჯთა, დელეგატის და დოპინგ-კონტროლის ოთახები, საპრესკონფერენციო დარბაზე და ადმისტრაციის ოფისი.
რაულ პაპბა