
1 აპრილს, საქართველოს ეროვნულ ლიგაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს “სამტრედია” და ფოთის “კოლხეთი” დაუპირისპირდნენ. მატჩი ფოთელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
მატჩის დასრულების შემდეგ “კოლხეთის” ნახევარმცველ გიორგი კახელიშვილსა და სამტრედიელთა გაბონელ მცველ ანრი ნდონგს შორის სიტუაცია დაიძაბა. ფეხბურთელები ერთმანეთს ხელითაც შეეხნენ. მოედანზე ტრიბუნიდან გულშემატკივრებიც შეიჭრნენ.