Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

კურიოზი –რატომ შეცვალეს “ჩიხურას”ფეხბურთელი “ლოკომოტივთან”მატჩში (ვიდეო)

$
0
0

31 მარტს, საქართველოს ეროვნულ ლიგაში თბილისის “ლოკომოტივმა” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

შეხვედრის პირველ ნახევარში მოედანზე კურიოზული რამ მოხდა. მთავარმა არბიტრმა “ჩიხურას” ფეხბურთელი, ლევან კაკუბავა იმიტომ გააფრთხილა, რომ შორტის შიგნით სხვა ფერის (ლურჯი) სპორტული სამოსი ეცვა. კაკუბავა ვალდებული იყო, სამოსი გამოეცვალა, თუმცა იმის გამო, რომ გასახდელი შორს იყო, ეს პროცესი დიდ დროს წაიღებდა. საჩხერელთა მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, დრო დაეზოგათ და ფეხბურთელი შეეცვალათ. შესაბამისად, მე-11 წუთზე კაკუბავას ნაცვლად, თამაშში დენის დობროლოვსკი ჩაერთო.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles