
შვედეთის “გიოტებორგმა” კლუბის ახალწვეული, 21 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი წარადგინა.
სკანდინავიური კლუბის ხელმძღვანელებმა ყოფილ საბურთალოელს 22 ნომრიანი მაისურა გადასცეს და წარმატებები უსურვეს!
წარდგენისას კლუბის სპორტულმა დირექტორმა მატს გრენმა აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელზე ხანგრძლივი დაკვირვება და შემდგომ წარმოებული მოლაპარაკება ორმხრივი შეთანხმებით დასრულდა, მატს გრენი შეთანხმებით ძალიან კმაყოფილია.
”გიოტებორგის” მთავარ მწვრთნელ ასბაგის თქმით გიორგი ხარაიშვილი დიდი ძალაა შვედური გუნდისთვის, ქართველი ფეხბურთელი ”გიოტებორგს” დიდად დაეხმარება წარმატების მიღწევაში.
ფეხბურთელის წარდგენა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყო და მისი პირდაპირი რეპორტაჟი, როგორც “გიოტებორგის”, ასევე ჩვენი კლუბის ფეისბუქ-გვერდზე იყო შესაძლებელი.