
დღეს ცნობილი გახდა, თუ სად და როდის ჩატარდება საქართველოს 2018 წლის სუპერთასის მატჩი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, შეხვედრა 24 თებერვალს, თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება. როგორც მოგეხსენებათ, წელს სუპერთასისთვის ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო” და თასის მფლობელი საჩხერის “ჩიხურა” შეეცილებიან.