Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყების თარიღები ცნობილია

$
0
0

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, ცნობილია ეროვნული ჩემპიონატის 2018 წლის გათამაშების დაწყების თარიღები.

ეროვნული ლიგის ახალი სეზონი 2018 წლის 2 მარტს დაიწყება. ერთი დღით ადრე, 1 მარტს სტარტს აიღებს ეროვნული ლიგა 2, ლიგა-3 კი – 5 მარტს. რაც შეეხება ასაკობრივ ლიგებს – სამივე ასაკობრივი ჩემპიონატის პირველი ტური 25 თებერვალს გაიმართება.

სეზონს კი, ტრადიციულად, საქართველოს სუპერთასი გახსნის – ქვეყნის ჩემპიონი ქუთაისის „ტორპედო“ და თასის მფლობელი საჩხერის „ჩიხურა“ მორიგი ტიტულისთვის 24 თებერვალს შეხვდებიან ერთმანეთს.

Eliga.ge


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles