
დავით ვოლკოვმა თბილისის “საბურთალოსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ვოლკოვი, ახალი ხელშეკრულების თანახმად, თბილისურ კლუბში კიდევ ერთი წელი ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი, რომელმაც გასულ სეზონში “საბურთალოს” შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა და 10 გოლის გატანა მოახერხა, ქალაქელებს 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ ხნის განმავლობაში მან მინდორზე 1203 წუთი გაატარა.
წყარო: “საბურთალოს” ოფიციალური ფეისბუქგვერდი