
დავით რაჟამაშვილმა “სამტრედია” დატოვა და მშობლიურ კლუბში, გორის “დილაში” დაბრუნდა.
რაჟამაშვილი “დილას” ღირსებას ბოლო 2013-14 წლების სეზონში იცავდა, რის შემდეგაც “ზესტაფონში” გადავიდა. შემტევი ნახევარმცველი “სამტრედიაში” 2015 წელს ჩაირიცხა.
რაჟამაშვილმა 2017 წელს ეროვნულ ლიგაში 8 გოლის გატანა და 11 საგლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.