
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ეროვნული ლიგს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა.
წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ნომინაციაზე გრიგოლ დოლიძე, გიორგი ხარაიშვილი და ირაკლი სიხარულიძე იყვნენ წარდგენილნი. საუკეთესოსათვის განკუთვნილი ჯილდო კი თბილისის “ლოკომოტივის” თავდამსხმელს, ირაკლი სიხარულიძეს გადაეცა.
სიხარულიძემ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 25 გოლის გატანა მოახერხა და ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.