Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

გრიგალაშვილმა “საბურთალოსთან”გაახანგძლივა

$
0
0

გასული წლის, მეოთხე ადგილოსანი “საბურთალო” გაძლიერებაზე და მომავალ სეზონში კიდევ უფრო კარგი შედეგის ჩვენებაზე ფიქრობს, ამისათვის თბილისელები კი, უპირველეს ყოვლისა, იმ წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებას ცდილობენ, რომლებიც გასულ სეზონში გუნდში ირიცხებოდნენ. ასევე გადაწყდა, რომ მომავალ სეზონში დედაქალაქელთა დამრიგებელი ისევ გიორგი ჭიაბრიშვილი იქნება.

დღეს ცნობილი ხდება, რომ გუნდის ცენტრალური მცველი თედორე გრიგალაშვილი მომავალ სეზონში ისევ “საბურთალოსთვის” ითამაშებს, ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს. გრიგალაშვილმა ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა. 24 წლის მცველი უკვე მეორე წელია ქალაქელთა შემადგენლობაში ირიცხება – ამ ხნის განმავლობაში გრიგალაშვილმა 27 მატჩი ჩაატარა, ჯამში მინდორზე 2504 წუთი დაჰყო.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles