Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

“შუქურამ”“დილას”სტუმრად მოიგო და ეროვნულ ლიგაში დარჩენის შანსი ბოლო ტურამდე შეინარჩუნა (ვიდეო)

$
0
0

დღეს ეროვნული ლიგის 35-ე ტურის მატჩები გაიმართა.

გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” ადგილობრივი “დილა” ქობულეთის “შუქურას” დაუხვდა. თამაშის პირველ ნახევარში ანგარიში არ გაიხსნა.

მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე აჭარელთა მოთამაშემ, კობა შალამბერიძემ შეძლო მასპინძელთა კარის აღება. ეს ამ მატჩში ერთადერთი გოლი აღმოჩნდა. საბოლოოდ, “შუქურამ” მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.

ამჟამად ქობულეთურ გუნდს 21 ქულა აქვს და ორით ჩამორჩება “კოლხეთს”. შესაბამისად, ბოლო ტურში გაირკვევა, ვინ გავარდება ეროვნული ჩემპიონატიდან. რაც შეეხება “დილას”, ის ორმოცი ქულით მეშვიდე ადგილზეა.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles