Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდს“ ახალი დირექტორი ჰყავს

$
0
0

საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდს“, დღეიდან ახალი დირექტორი, ლუხუმ ჯაბუა უხელმძღვანელებს, რომელიც საქმიანობას ოფიციალურად უკვე შეუდგა. გუნდიდან მალხაზ ჭეჟიას წასვლის შემდეგ, კლუბის მმართველობა დროებით, სპორტულ დირექტორს რევაზ პერტაიას დაევალა. ერთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, სპორტული დიექტორი თავის საქმიანობას დაუბრუნდა, ხოლო  კლუბში ახალი ხელმძღვანელი წარადგინეს. ლუხუმ ჯაბუა (ზუგდიდში) 1976 წლის, აპრილში   დაიბადა. იგი ყოფილი ფეხბურთელია და ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის ღირსებას კარგა ხნის მანძილზე იცავდა. საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ დირექტორმა ლუხუმ ჯაბუამ, ჩვენთან  მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა:

ლუხუმ ჯაბუა: „იანვრიდან გუნდში იგეგმება რეორგანიზაცია და ვაპირებთ შემადგენლობის გაძლიერებას. ბოლო ორ ტურში მოპოვებულმა გამარჯვებამ, საკმაოდ წაგვწია წინ და გაჩნდა უკვე რეალური შანსი, უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბოლომდე ვიბრძოლოთ. ამისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით ზამთრის არდადეგებზე, რათა საგაზაფხულო სეზონზე აბსოლუტურად ბრძოლისუნარიანი გუნდი გავიყვანოთ მინდორზე. როგორც კი საახალწლო-საზეიმო დღეები ჩაწყნარდება, ველოდებით მთავარი მწვრთნელის გიორგი დარასელიას ჩამოსვლას და გუნდი იანვრის დასაწყისიდანვე  შეკრებაზე გადავა. ჩვენი ფეხბურთელები მომზადების ორკვირიან ციკლს ადგილზე გაივლიან და მათ, ორჯერადი ვარჯიშები ექნებათ, რის შემდეგაც გადაწყდება, თუ სად გავივლითშეკრების მეორე ეტაპს“.

http://fczugdidi.ge


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles