
გუშინ ეროვნული ლიგის ოცდამეთოთხმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთი გამორჩეეული შეხვედრა კი გორში “თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “დილა” “ლოკომოტივს დაუპირისპირდა და 2-1 სძლია მეტოქეს.
ეს მატჩი გორელთა ვიცე-კაპიტნისთვის, ირაკლი მოდებაძისთვის საიუბილეო აღმოჩნდა, თავდამსხმელმა გორელთა შემადგენლობაში მე-100 შეხვედრა ჩაატარა და ამ ფაქტის აღსანიშნავად კლუბის ხელმძღვანელობამ ირაკლის “100” ნომრიანი მაისური უსახსოვრა, ასევე ეროვნული ლიგის ოფიციალურმა Instagram გვერდმა გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მორესთვის ეს უკანასკნელი სეზონია, რომელსაც ის ფეხბურთელის სტატუსით ჩაატარებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ მიიღო 33 წლის ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ სავარაუდოდ ამის მიზეზი ბოლო პერიოდში ხშირი ტრავმებია.