
გუნდიდან, კონსტანტინ ფროლოვის წასვლის შემდეგ, ასლან ბალაძე და იური მამინაშვილი დინამოს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაწვრთნიან.
“სეზონის ბოლომდე გუნდს ასლან ბალაძე გაწვრთნის, რომელსაც იური მამინაშვილი დაეხმარება. ორივე მათგანი გუნდში წლები მუშაობდნენ და იმედია, “დინამოს” ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანენ”, – ამბობს კლუბის დირექტორი, მალხაზ მახარაძე იმედი NEWS – თან საუბრის დროს.
ასლან ბალაძე ორჯერ იყო ბათუმის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი, ის ასევე მუშაობდა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში.
აქვე კლუბის ოფიციალური საიტი მადლობას უხდის კონსტანტინ ფროლოვს გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებას უსურვებს.