
13 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ ლიგაში საჩხერის “ჩიხურამ” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე “სამტრედიას” უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
სამტრედიელებმა გამარჯვების მომტანი გოლი 89-ე წუთზე გაიტანეს. გიგი მჭედლიშვილმა უძლიერესი დარტყმით დინო ჰამზიჩის კარი აიღო და საკუთარ გუნდს გამარჯვება ლამაზი გოლით მოუტანა.
იხილეთ ვიდეო