
ეროვნული ლიგის ოცდამერვე ტურში “პოლარის სისტემა” ამჯერად, “ტორპედო” – “საბურთალოს” შეხვედრაში გამოიყენეს.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აქტიურად დანერგა “პოლარის სისტემა”, საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა ქვეყნდება ყოველი ტურის შემდეგ.
ამ შემთხვევაში კი, შეიძლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ფეხბურთელთან გვქონდეს საქმე. ამ სისტემის მონაცემებით, თბილისის “საბურთალოს” ფეხბურთელმა ნოდარ იაშვილმა, ერთ-ერთი გარბენის დროს 36,8 კმ/სთ-ში დააფიქსირა.
უნდა აღინიშნოს, რომ არც სხვა ფეხბურთელების სტატისტიკაა ურიგო…