Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

“ლოკომოტივი”–“ტორპედო”: სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება

$
0
0

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა 11 აგვისტოს 85-ე წუთზე შეწყვეტილი “ლოკომოტივი”-“ტორპედოს” მატჩისას მომხდარი ინციდენტები განიხილა.

კომიტეტმა ორივე კლუბის წარმომადგენლებს მოუსმინა, განიხილა ოფიციალურ პირთა მოხსენებითი ბარათები და მიიღო ასეთი გადაწყვეტილება: ორივე კლუბი დაჯარიმებულია 20 000-20 000 ლარით. მომდევნო საშინაო მატჩს “ლოკომოტივიც” და “ტორპედოც” უმაყურებლოდ ჩაატარებს. ასევე კლუბებს სეზონის ბოლომდე მიეცათ პირობითი სასჯელი – მსგავსი ქმედების გამეორების შემთხვევაში 3 ქულის დაკლებით.

და ერთიც: მეოთხე წრის “ტორპედო”-“ლოკომოტივი” უმაყურებლოდ ჩატარდება.

Erovnuliliga.Ge


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles