
ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მატჩი “ლოკომოტივი” – “ტორპედო”, რომელიც ამა წლის 11 აგვისტოს გაიმართა და 85-ე წუთზე შეწყდა, ორშაბათს დასრულდება.
გადაწყვეტილება სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებამ ეროვნული ლიგის დებულების შესაბამისად მიიღო – მატჩის დარჩენილ დროს გუნდები 14 აგვისტოს 18:30 საათიდან მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ითამაშებენ.
ხოლო 11 აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე იმსჯელებს სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტი, რომლის სხდომაც სამშაბათს, 15 აგვისტოს ჩატარდება.
Eliga.Ge