
საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი, თემურ ჩოგაძე კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს. ჩოგაძე თბილისის “საბურთალოს” კუთვნილებაა და ის ბათუმურ კლუბში ერთწლიანი იჯარით გადავიდა.
“რამდენიმე ვარიანტი მქონდა, თუმცა წარმოშობით ბათუმელი ვარ და “დინამოში” გადასვლა ამიტომ ვარჩიე. ვეცდები, გულშემატკივრები ჩემი თამაშით გავახარო, ამისათვის კი ყველაფერს გავაკეთებ”, – უთხრა ფეხბურთელმა Fanebi.Com-ს.
შეგახსენებთ, რომ ჩოგაძემ საქართველოში მინდინარე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიისა და ჩეხეთის წინააღმდეგ ითამაშა.