გორის “დილა” XXV ეროვნული ჩემპიონატის მე-6 ტურში ქუთაისს ესტუმრება და საჩხერის “ჩიხურასთან” გაარკვევს უძლიერესის ვინაობას.
ზედიზედ მეორე წელია ჩვენი მომავალი მეტოქე გამოდის ეროვნულ ჩემპიონატში, სადაც მანამდე მხოლოდ ერთი სეზონი (2006–2007წ.წ) ჰქონდა ნათამაშები. ამდენად, ზემოიმერლებთან ჩვენებურთა ურთიერთშეხვედრებს დიდი ისტორია არ აქვს. გორის “დილა” და საჩხერის “ჩიხურა” უმაღლეს ლიგაში ერთმანეთს სულ 6–ჯერ დაუპირისპირდნენ, სადაც შიდაქართლელები უპირატესობას ფლობენ – 4 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება. გატანილ–გაშვებული ბურთების ბალანსში კვლავ გორელების უპირატესობაა – 16:5.
ჩემპიონატში განვლილ 5 ტურში “ჩიხურა” 9 ქულით მესამე საპრიზო ადგილზე იმყოფება და ერთი ქულით ჩამორჩება ჩვენს გუნდს.
გთავაზობთ “ჩიხურასთან” მატჩებში “დილას” მიერ ნაჩვენებ შედეგებსა და გორელთა რიგებში მოთამაშეთაგან გოლების ავტორთა ვინაობას.
XVIII ჩემპიონატი
26.11.2006. “ჩიხურა”–”დილა” 1:1 – კონსტანტინე ვაჩეიშვილი.
20.05.2007. “დილა”–”ჩიხურა” 5:0 – ბექა ჩიტაია (2), ბორის გონჩაროვი, საბა სულთანიშვილი, გიორგი წინამძღვრიშვილი.
XXIV ჩემპიონატი
18.08.2012. “დილა”–”ჩიხურა” 2:3 – მათე ვაწაძე (2).
04.11.2012. “ჩიხურა”-”დილა” 0:2 – გულვერდ თომაშვილი (2).
თასის XXIII გათამაშება, 1/8 – ფინალი
13.03.2013. “ჩიხურა”-”დილა” 3:0
10.04.2013. “დილა”-”ჩიხურა” 1:2 – გიორგი კახელიშვილი.
XXIV ჩემპიონატი
14.04.2013. “ჩიხურა”-”დილა” 1:2 – ირაკლი მოდებაძე (2).
18.05.2013. “დილა”-”ჩიხურა” 4:0 – ნათან ჟუნიორი (10′, 34′), ლეონარდო რამოსი (30′), გოგიტა გოგუა (76′).
“დილას” პრესსამსახური
Comments