
გიორგი პაპუნაშვილი “რეალ სარაგოსას” ფეხბურთელია. ამის შესახებ ესპანური კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.
თბილისის “დინამოს” უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ოთხწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. სხვა დეტალები უცნობია.
აქვე გეტყვით, რომ პაპუნაშვილმა კარიერა “დინამოში” დაიწყო. 2015/2016 წლების სეზონში იგი ბრემენის “ვერდერში” იყო განათხოვრებული. 2016 წლის ზაფხულიდან კი ისევ მშობლიურ კლუბში თამაშობდა.