
თბილისის “დინამომ” სულ მალე, შესაძლოა, ახალი ტრანსფერი განახორციელოს.
უკვე, მეოთხე დღეა გუნდში 24 წლის ნიგერიელი მარცხენა მცველი, მოჰამედ ალიუ ისინჯება. იგი ბოლოს მოლდოვურ “საქსანში” ასპარეზობდა, სადაც ორი სეზონი დაჰყო. მანამდე ხორვატიული “პომორაჩსა” და უკრაინულ “ტავრიაში” გამოდიოდა. მოჰამედს 2009 წელს მსოფლიო თასზე ნიგერიის 17-წლამე ნაკრებთან ერთად ვერცხლის მედლები აქვს მოპოვებული.
ალიუ განაგრძობს ვარჯიშს. მას მწვრთნელები დააკვირდებიან და გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.
Fcdinamo.Ge