
ქუთაისის “ტორპედო” ორი ახალი ფეხბურთელით გაძლიერდა.
იმერელთა პირველი შენაძენი დავით ხურციძეა. რუსეთის მოქალაქეობის მქონე 24 წლის ფეხბურთელი სამწლიანი პაუზის შემდეგ ისევ “ტორპედოში“ ითამაშებს.
ხურციძე მოსკოვის “ცსკა”-ს აღზრდილია. გამოდიოდა გუნდის დუბლშემადგენლობაში. “ცსკა”-დან განათხოვრებით თამაშობდა რუსული პენზას „ზენიტში“, ქუთაისის „ტორპედოში“, სომხურ „ულისესში“, რუსულ „არმავირში“, საიდანაც პრემიერ ლიგის „ამკარში“ გადავიდა და ორი სეზონი დაჰყო ამ კლუბში.
აქვე გეტყვით, რომ ქუთაისის „ტორპედოში“ ნახევამრცველმა 5 მატჩი ჩაატარა და 2 ბურთი გაიტანა.
მეორე მოთაშე მათე კვირიკიაა.
21 წლის შემტევი ბოლო პერიოდის ერთ-ერთი უნიჭიერესი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელია, ნათამაშები აქვს ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში. ეროვნულ ჩემპიონატში „ვიტ ჯორჯიას“, ზესტაფონის“ და „დილას“ რიგებში ასპარეზობდა.
წყარო: “ტორპედოს” ოფიციალური ფეიქბუქ-გვერდი