
დღეს ეროვნული ლიგის მეცამტე ტურის მატჩები იმართება.
ერთ-ერთ შეხვერდაში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის “საბურთალო” გორის “დილას” დაუპირისპირდა. თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიშის გახსნა მეცამტე წუთზე ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ფლავიო ნუბიომ მოახერხა.
მეორე ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა რამდენიმე მომენტი, თუმცა ანგარიშის მხრივ აღარაფერი შეცვლილა.
საბოლოოდ, 0-1 და “დილამ” კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა.
ამ წაგების შემდეგ “საბურთალო” 19 ქულით მეხუთე ადგილზეა. “დილას” 18 ქულა აქვს და მეექვსეზეა.