
დღეს თბილსისი “დინამომ” ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურში “ლოკომოტივი” დაამარცხა (3:0). “დინამოს” მწვრთნელს კახა კაჭარავას შვილზე, ნიკა კაჭარავაზეც ჰკითხეს, რომელიც კვიპროსის “ეთნიკოსში” საკმაოდ წარმატებით გამოდის.
“კი, რა თქმა უნდა, ვიცი მისდამი ინტერესებზე. ჩემი მთავარი ოცნება იყო “დინამოში” ეთამაშა. ის ახლა კარგ ფორმაშია. მას სურს განვითარება და უკეთეს გუნდში გადასვლა. არ ვფიქრობ, რომ ის რომელიმე გრანდში გადავა. თუმცა, არის რამდენიმე ნორმალური დონის კლუბი. “დინამო”? გამორიცხული არაფერია. ყველაფერს თავის დროზე გავიგებთ. ” – განაცხადა ქართველმა მწვრთნელმა.