
13 აპრილს, საქართველოს ეროვნულ ლიგაში მე-7 ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართება. თბილისის “საბურთალო” “მიხეილ მესხზე” ბათუმის “დინამოს” მიიღებს.
ამ მატჩთან დაკავშირებით, “საბურთალოს” ფეხბურთელმა, თემურ ჩოგაძემ Fanebi.Com-თან ისაუბრა.
“ხვალ რთული და პრინციპული მატჩი გველის, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ. “საბურთალოს” ყველა ფეხბურთელი წარმატების მისაღწევად ბოლომდე დაიხარჯება. ბათუმელებს ძლიერი გუნდი ჰყავთ, მათ წინააღმდეგ თამაში კი ადვილი არ არის. ცხრილში თანაბარი ქულები გვაქვს, შესაბამისად გამარჯვება წინ წაგვწევს”, – აღნიშნა ახალგაზრდა შემტევმა.