
დღეს თბილისის “დინამომ” ეროვნული ლიგის პირველ ტურში ფოთის “კოლხეთი” დაამარცხა. ერთადერთი და გამარჯვების გოლის ავტორი, ბაჩანა არაბული გახდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა შეხვედრის შემდეგ Fanebi.Com-თან ისაუბრა.
“პირველი თამაში იყო და, შესაბამისად, რთული მატჩი გამოვიდა. მეორე ნახევარში ნერვიულობაც დაგვეტყო. მთავარი მოგებით დაწყება იყო და ეს მიზანი შევასრულეთ. ხარვეზებს ნელ-ნელა გავაანალიზებთ.”
“ახალი გუნდი ყალიბდება. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, შეგვეცვალა მწვრთნელიც, რომელსაც დრო სჭირდება.”
“მიზნებს რაც შეეხება, წინ დიდი სეზონია და ნელ-ნელა გამოიკვეთება, რისთვის შეგვიძლია ბრძოლა,” – განაცხადა არაბულმა.