Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

გიორგი დათუნაიშვილი: “სამართლიანი იყო, რომ “ტორპედოს”მეორე გოლი არ ჩაუთვალეს”

$
0
0
datunaishvili

დღეს საქართველოს სუპერ თასის ფინალში ერთმანეთს სამტრედიის “სამტრედია” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ, აღნიშნულ ტიტულს საქართველოს მოქმედი ჩემპიონები დაეუფლნენ. სამტრედიელებმა მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს, ერთი მიიღეს და თასის აღმართვაც შეძლეს.

შეხვედრის შემდეგ Fanebi.Com-თან გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა, გიორგი დათუნაიშვილმა ისაუბრა.

– კმაყოფილი ხართ თუ არა საკუთარი გუნდის ასპარეზობით? როგორც გეგმავდით, ისე ითამაშეთ?

– თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი ოფიციალური თამაში იყო, შეიძლება ითქვას, კარგად ვითამაშეთ. ყველაზე მთავარი შედეგი იყო. კმაყოფილები და გახარებულები ვართ!

– რას გვეტყვით “ტორპედოს” არჩათვლილ გოლზე? სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო მსაჯმა?

 აშკარაა, რომ  ქუთაისელთა ფეხბურთელმა ხელით გაისწორა ბურთი. შესაბამისად, უსამართლობა მთავარი მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო. მაგრამ სწორედ მაგიტომ არის ხუთი არბიტრი, რომ ერთმანეთს დაეხმარონ და საბოლოო სამართლიანი ნაბიჯი გადადგან.

– გუნდმა წინასასეზონო სამზადისი ანტალიაში გაიარა. სულ ოთხი შეხვედრა ჩაატარეთ, საიდანაც ორი წააგეთ და ორი მოიგეთ. რამდენად კმაყოფილი ხართ აღნიშნული მატჩებით და მათში ნაჩვენები შედეგებით?

პირველ რიგში, გეტყვით, რომ ამხანაგურებზე შედეგს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. ძირითადად, აქცენტი შეთამაშებაზე იყო გაკეთებული, რაც, მგონი, გამოგვივიდა. დღევანდელმა თამაშმა ეს დაამტკიცა!

– “სამტრედია” რამდენიმე ლიდერმა დატოვა, თუმცა მოვიდნენ ახალი ფეხბურთელებიც, რომლებმაც შეკრება კლუბთან ერთად გაიარეს. თქვენი აზრით, რამდენად ერთიანი და ძლიერია “სამტრედია”? ასეთი ფორმაციის გუნდს ახალ სეზონში რა მიზნებისთვის შეუძლია ბრძოლა?

“სამტრედია” ისევ ისეთი ძლიერი და ერთიანია. რა თქმა უნდა, წელსაც უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენი სურვილი მხოლოდ გამარჯვებაა!

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ჩემპიონატი 4 მარტს აიღებს სტარტს. “სამტრედია” საკუთარ მოედანზე ქობულეთის “შუქურას” მიიღებს. .


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles