Image may be NSFW.
Clik here to view.
Clik here to view.

თბილისის “დინამომ” თურქეთის ქალაქ ბელეკში მეორე შეკრების რიგით მესამე შეხვედრა გამართა. ქართველების მეტოქე ბორისოვის “ბატე” იყო.
მატჩი დაძაბული გამოდგა. ძირითადად, უპირატესობა “დინამოელებს” ჰქონდათ. ანგარიშის გახსნა სწორედ დედაქალაქელებმა მოახერხეს. მე-19 წუთზე თავი ბექა მიქელთაძემ გამოიჩინა. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.
მეორე ნახევარში “დინამომ” კიდევ ერთხელ აიღო ვერენკოს კარი. ამჯერად, ამის გაკეთება 82-ე წუთზე ბაჩანა არაბულმა მოახერხა.
საბოლოოდ ქართველებმა, ანგარიშთ 2:0 იმარჯვეს.
მომდევნო მატჩს თბილისური გუნდი 25 თებერვალს ტულის “არსენალის” წინააღმდეგ გამართავს.