Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

ოფიციალურად: კახა კაჭარავა თბილისის “დინამოს”ახალი მწვრთნელია

$
0
0
ar

გუშინ ღამით თბილისის “დინამო” ვიაჩესლავ გროზნიმ დატოვა. მისი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ოჯახური პრობლემებია.

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ დედალაქურ კლუბს სათავეში “ცხინვალის” უკვე ყოფილი მწვრთნელი, კახა კაჭარავა ჩაუდგება. ამ ინფორმაციას “დინამოს” გვერდი ავრცელებს. იგი ხვალ თურქეთში, შეკრებაზე მყოფ გუნდს შეუერთდება. კახა კაჭარავა ადრეც იყო თბილისური კლუბის დამრიგებელი. ის 2006, 2009-2011 წლებში წვრთნიდა “დინამოს”. ასევე საფეხბურთო კარიერის პერიოდში ამ გუნდის მაისური 97-ჯერ მოირგო და 54 გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ ქართული კლუბი ხვალ ბელეკში მეორე შეკრების პირველ საწვრთნელ მატჩს უკრაინული “ვოლინის” წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles