
ქართული კლუბები სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობენ.
გორის “დილას” ოფიციალურმა გვერდმა სულ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ გუნდმა ორი ბრაზილიელი ლეგიონერი დაიმატა.
პირველი ფეხბურთელი ჟოაკიმ რიბეიროა. იგი 22 წლის თავდამსხმელია. ჟოაკიმი ბოლოს ბრაზილიის ჩემპიონატის გაუჩო 1-ში მყოფ „ინტერნაციონალში“ ასპარეზობდა.
რაც შეეხება მეორე მოთამაშეს, ეს ჟიინ დერეტია. იგი 23 წლისაა და ამპლუით ნახევარმცველია. დერეტი ბოლოს „მოგი მირიმში“ გამოდიოდა, რომელიც ბრაზილიის ჩემპიონატის პაულისტა 2-ში ასპარეზობს.
გორის “დილა” მომავალი სეზონისათვის მზადებას უახლოეს დღეებში შეუდგება.