
ქართული კლუბები განაგრძობენ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას.
8 იანვარს ოფიციალურად დადასტურდა, რომ თბილისის “ლოკომოტივის” უკვე ყოფილი შემტევი, ირაკლი კლიმიაშვილი ქობულეთის “შუქურაში” ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ კლიმიაშვილს სხვადასხვა დროს უასპარეზია ისეთ კლუბებში, როგორებიცაა: “ვით ჯორჯია”, “ფახთაკორი”, “ანჟი”, “დილა”, “სიონი”, “სკონტო”, “ტორპედო” და ბოლოს “ლოკომოტივი”.