Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

ოფიციალურად: ბაქარ მირცხულავა “ჩიხურას”ფეხბურთელია

$
0
0
baq

სხვა ქართული კლუბების მსგავსად, საჩხერის “ჩიხურამაც” დაიწყო სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობა. რამდენიმე ხნის წინ, იმერლებმა თბილისის “დინამოს” ყოფილ მოთამაშესთან, ზაზა ჭელიძესთან გააფორმეს კონტრაქტი.

ოფიციალურად დასტურდება, რომ “ჩიხურამ” მეორე ფეხბურთელი შეიძინა. ეს ქობულეთის “შუქურას” უკვე ყოფილი მცველი, ბაქარ მირცხულავაა.

24 წლის სპორტსმენი 2011-2012 წლებში ქუთაისის “ტორპედოში” გამოდიოდა. ამის შემდეგ მირცხულავა 1 სეზონის მანძილზე “ზიმბრუს” ღირსებას იცავდა. მოლდოვიდან დაბრუნების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი 2-2 წლის მანძილზე, შესაბამისად, “ზუგდიდსა” და “ტორპედოში” თამაშობდა. ბოლოს კი, როგორც უკვე ვთქვით, იყო “შუქურა”.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622