
დღეს უმაღლესი ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში თბილისის “დინამომ” “საბურთალო” მიიღო. როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, თუმცა მხოლოდ ერთი გოლი გავიდა: 24-ე წუთზე მასპინძელთა ახალგაზრდა ფეხბურთელმა, გიორგი ზარიამ გაიტანა და მისი გუნდი ბრინჯაოს ფინალში გაიყავანა (წინა შეხვედრა 0:0).
სწორედ ასე, 10 დეკემბერს, ევროპის ლიგის საგზურისთვის გორში ორი – ბათუმისა და თბილისის – “დინამო” იბრძოლებს.