Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

პაპუნაშვილი: “საბურთალოს”უფრო აგრესიულად უნდა ვეთამაშოთ!”

$
0
0
papunashvili12

4 დეკემბერს, “დინამო არენაზე” უმაღლესი ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება: “დინამო” “საბურთალოს” წინააღმდეგ. პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის ნულოვანი ფრით დასრულდა.

მასპინძელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი პაპუნაშვილმა წინასამატჩო კომენტარი გააკეთა.

“ევროპის საკვალიფიკაციოზე უნდა გავიდეთ. ამისთვის კი ხვალ უნდა მოვიგოთ. ეს იქნება ჩვენი ხვალინდელი მიზანი. სხვა შანსი არაა. უფრო მეტად აგრესიულები უნდა ვიყოთ და ვიზრუნოთ ბურთი ჩვენი იყოს. ვფიქრობ, პირველ შეხვედრაში საბურთალოსთან, ეს აგრესია დაგვაკლდა. ის თამაში გამოვტოვე. ხვალ კი შევეცდები ჩემი წვლილი შევიტანო დინამოს გამარჯვებაში,” – განაცხადა “დინამოელმა”.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles