Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

“საბურთალომ”ბათუმის “დინამო”დაამარცხა: ორივე გუნდი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოზე მოსახვედრად იბრძოლებს

$
0
0
saburtalo12

დღეს უმაღლლესი ლიგის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში ბათუმის “დინამომ” თბილისის “საბურთალო” მიიღო. დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და, საბოლოოდ, სტუმრების მიერ ერთი გატანილი გოლით დასრულდა – 67-ე წუთზე სანტიაგო ხარამ შეძლო “საბურთალოს” დაწინაურება. თბილისლებმა მინიმალური სხვაობით იმარჯვეს.

ამ წარმატების შემდეგ “საბურთალომ” 19 ქულა დააგროვა და წითელი ჯგუფის მესამე ადგილზე აღზევდა. “დინამომ” კი მეორე პოზიცია შეინარჩუნა. შესაბამისად, 30 ნოემბერსა და 4 დეკემბერს გასამართ პლეი-ოფებში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსახვედრად ორივე კლუბი იბრძოლებს.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles