
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი ზესტაფონში მდებარე დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, 22 ნოემბერს ჩატარება და 19:00 საათზე დაიწყება.
ტიტულისათვის ქუთაისის “ტორპედო” და პირველ ლიგაში მოასპარეზე მარტვილის “მერანი” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეგახსენებთ, რომ “ტორპედო” საქართველოს თასის ორგზის მფლობელია. ქუთათურები ამ ტიტულს 1999 და 2001 წლებში დაეუფლნენ.
“ტორპედომ” ნახევარფინალურ ეტაპზე “დინამო თბილისის” ბარიერი დაძლია (3:2), “მერანმა” კი საჩხერის “ჩიხურას” აჯობა (3:0).
საქართველოს თასის ფინალური მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.