
დღეს უმაღლესი ლიგის მერვე ტურის მატჩი გაიმართა თბილისის “დინამოსა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის. იმერლებმა 2-1 მოიგეს.
მატჩის შემდეგ “დინამოელთა” მწვრთნელმა, თამაზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“საჩხერის “ჩიხურას” ვულოცავ დღევანდელ წარმატებას და ვუსურვებ წინსვლას. “დინამოს” გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი, რადგან მათი იმედები ვერ გავამართლეთ.”
“გვაქვს ორკვირიანი სანაკრებო პაუზა. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს გამოვიყენოთ.”
“ხუთი ტურია ჩემპიონატის დასრულებამდე. საეჭვოა, რომ “ჩიხურამ” 5 ქულა გაანიავოს და მას დავეწიოთ. ჩვენი მიზანი ჯგუფში მეორე ადგილი იქნება.” – განაცხადა სამხარაძემ.