Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

ვლადიმირ ივიჩი: “ჩვენი მიზანი გამარჯვებაა”

$
0
0
vladimir ivic

ბერძნული პაოკ-ის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ივიჩმა ევროპის ლიგის ფლეი-ოფში, თბილისის “დინამოსთან” გასამართი მატჩის წინა დღეს პრესკონფერენცია გამართა.

“ფსიქოლოგიურად, ჩვენი გუნდი მზადაა. ფეხბურთელები მზად არიან იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიონ. ჩვენი მიზანი, გამარჯვება და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა.

ფავორიტი? ხვალ ძლიერ გუნდს ვუპირისპირდებით, ფავორიტის დასახელება კი გამიჭირდება. თუმცა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ჩემი ფეხბურთელებისაგან იმას ვითხოვ, რომ ნებისმიერ მეტოქეს პატივი სცენ.

თბილისში დანაკლისის გარეშე ჩამოვედით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა გუნდის არცერთ წევრს არ აწუხებს. 95 პროცენტით გადაწყვეტილი მაქვს, თუ ვინ დაიწყებს ხვალ ძირითად შემადგენლობაში თამაშს, თუმცა ორი ფეხბურთელის შესახებ ჯერ კიდევ ვფიქრობ.

ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა, ამიტომ ხვალაც გამარჯვება დაგვაკმაყოფილებს, ფრეზე არასოდეს ვფიქრობთ. თუმცა, მოწინააღმდეგე გუნდსაც იგივე მიზანი აქვს, ამიტომ წინასწარ შედეგზე ვერაფერს გეტყვით.”


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles