Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

იარაბეკი: “ევროპა ლიგის ჯგუფში ასპარეზობა გვსურს”

$
0
0
jarabek

დღეს ნიონში უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფში დინამო თბილისის მეტოქე გაირკვა. ჩვენი გუნდი ორმატჩიან დუელში ბერძნულ პაოკს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა თბილისში 18 აგვისტოს გაიმართება, საპასუხო მატჩი კი თესალონიკში 25 აგვისტოს შედგება. წილისყრის შემდეგ დინამოს სლოვაკ თავკაცს- იურაი იარაბეკს კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

იურაი იარაბეკი: “კარგად ვიცნობ პაოკს. საკმაოდ ძლიერი გუნდია. როდესაც სპარტაკ ტრნავას მწვრთნელი გახლდით, მომიწია მათთან პაექრობა და ორივე მატჩი დავთმე. მას შემდეგ პაოკმა რამენიმე ძლიერი მოთამაშე გაყიდა, თუმცა ნამატიც საკმაოდ სერიოზული აქვთ, რაც მათი მიზნებიდან არის გამომდინარე. პაოკი ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს და ევროპა ლიგის ჯგუფში ასპარეზობა გვსურს.”

FCDinamo.GE


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles