Quantcast
Channel: ეროვნული ლიგა – Fanebi.Com –ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა
Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

ქვილითაია: “რაპიდს”ევროპაში და მათ შორის, ჩემს სამშობლოში ყველა იცნობს”

$
0
0
kvilitaia

ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ განაცხადა, რომ ის ვენის “რაპიდში” გადასვლით გახარებული. მისი თქმით, ამ კლუბს ევროპაში და მათ შორის, საქართველოში ყველა იცნობს.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელმა ავსტრიულ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“მოხარული ვარ, რომ ვენის “რაპიდთან” კონტრაქტი გავაფორმე. ამ კლუბს ევროპაში და მათ შორის, ჩემს სამშობლოში ყველა იცნობს. ჩემთვის, ეს ახალი გამოწვევაა. იმედი მაქვს, რომ სადებიუტო შეხვედრას მალე ჩავატარებ.

გასული სეზონი თბილისის “დინამოში” გავატარე, ჩვენ ჩემპიონატი და თასი მოვიგეთ. ახლა, ჩემი მიზანი, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, “რაპიდთან” ერთად წარმატების მიღწევაა”, – ციტირებს გიორგის სიტყვებს “რაპიდის” ოფიციალური ვებ-გვერდი.


Viewing all articles
Browse latest Browse all 5622

Trending Articles