
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 წლის შემტევი გიორგი ქვილითაია ვენის ”რაპიდს” შეუთანხმდა. ავსტრიული გუნდის სპორტული დირექტორის ანდრეას მიულერი განცხადებით, ჩვენებურსა და კლუბს შორის შეთანხმება უკვე შედგა.
”გიორგი ქვილითაიას ჩვენ უკვე შევუთანხმდით,” – განაცხადა მიულერმა ”კრონესთან” საუბარში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გიორგიმ 29 ჩატარებულ მატჩში 24 გოლის გატანა მოახერხა.