
2016/17 წლების სეზონისთვის თერჯოლის „საპოვნელამ“ ეროვნული ლიცენზია მიიღო, იუწყება კლუბის ოფიციალური ვებსაიტი. აღნიშნული მოვლენის შესახებ თერჯოლელებმა კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის ადმინისტრციისგან წერილი სამ მაისს მიიღეს.
ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „საპოვნელა“ 18 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და მე-14 ადგილზე მყოფ „მერანს“ 1 ქულით ჩამორჩება. კვირას გუნდი ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრება.