
დასრულდა საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-20 ტურის დარჩენილი 5 მატჩი.
ქობულეთში ბათუმის „დინამო“ „ცხინვალს“ შეხვდა. მატჩი ბათუმელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
33-ე წუთზე ანგარიში ნიკოლა კამაზეცმა გახსნა. 67-ე წუტიდან „ცხინვალი“ კაცნაკლული თამაშობდა, გიგა ბეჭვაიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. 84-ე წუთზე საბოლოო ანგარიში გიორგი გაბედავამ დააფიქსორა.
ამ გამარჯვებით ბათუმელები მეხუთე ადგილზე მყოფ ცხინვალელებს ქულებით გაუთანაბრდნენ (ორივე გუნდს ახლა 36 ქულა აქვს).
„დინამო ბთ.“ – „ცხინვალი“ 2:0
გოლები: კამაზეცი 33′, გაბედავა 84′
გაფრთხილებები: ვარშანიძე 37′, ტვილდიანი 59′ – ბეჭვაია 55′, 67′
გაძევება: ბეჭვაია 67′
სხვა მატჩების შედეგები:
„საბურთალო“ – „გურია“ 4:2
„მერანი“ – „სამტრედია“ 2:3
„კოლხეთი“ – „ტორპედო“ 2:0
„საპოვნელა“ – „შუქურა“ 2:0