
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ამიერიდან ესპანელი სპეციალისტი, პაბლო ფრანკო მარტინი გაწვრთნის.
თბილისური კლუბი გია ჭიაბრიშვილმა დატოვა, რომელიც საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში იმუშავებს, “საბურთალოს” ხელმძღვანებლობამ კი მის შემცვლელად ესპანელ მწვრთნელთან თანამშრომლობა გადაწყვიტა.
პაბლო ფრანკო მარტინი 35 წლისაა და მას “სანტა ეუგენიაში”, “ილესკასში”, “პუერტოიანოში”, “ხეტაფეს” მეორე და პირველ გუნდებში უმუშავია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საბურთალოს ახალ მთავარ მწვრთნელს ხვალ წარადგენს.